fbpx
საზოგადოება

კუნძულ ნაქსოსზე, 625 გკ კარტოფილის შეწვით, რეკორდი დაამყარეს!

ნაქსოსის სასოფლო-სამეურნეო გაერთიანების კავშირმა ახალი რეკორდი მოხსნა. 8 საათზე ნაკლებ დროში მათ 625 კგ ფრანგული კარტოფილი შეწვეს, რომელიც კლიენტებს შესთავაზეს. კუნძულზე უკვე მე-9 წელია, რაც აღნიშნული ფესტივალი ტარდება.

ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით გაერთიანების წევრებმა და მოხალისეებმა 1, 800 კგ კარტოფილი გაასუფთავეს. სუფთა წონა, რაც გათლილ კარტოფილს ჰქონდა, 625 კგ იყო.

შეწვა შუადღეს დაიწყეს და ღამით, 22:00 საათზე დასრულდა. ამისთვის დასჭირდათ 800 ლიტრი ზეთი და 24 ქოთანი. ყველაზე დიდ ქოთანში შემწვარი კარტოფილის წონა 235 კგ-ს უდრიდა.

onalem

ტესტ