fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

კატეხაკი: საშინელ ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქალი მძიმე მდგომარეობაშია

გვიან ღამით კატეხაკზე საშინელ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ავტოავარიის შედეგად 58 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ქალი ევანგელიზმოს საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.

საგზაო პოლიციის ინფორმაციით, მანქანამ, რომელსაც 58 წლის მამაკაცი მართავდა, თავის კურსს გადაუხვია, საპირპისპირო მხარეს გადავიდა და იქიდან მომავალ მანქანას შეეჯახა. მძღოლიც ასევე ევანგელიზმოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ცოტა ხნის შემდეგ გარდაიცვალა.

ავარიის გარემოებებს პოლიცია ამ დრომდე იძიებს. აღსანიშნავია, რომ საგზაო შემთხვევის გამო შეჩერებული იყო მოძრაობა კატეხაკი-მესოგეონის მიმართულებით, თუმცა ახლა უკვე აღდგენილია.

onalem

ტესტ