fbpx
კრიმინალისაზოგადოება

კალამატა: მამაკაცმა თავი ბავშვების თანდასწრებით მოიკლა

75 წლის საავადმყოფოს დაცვის პენსიონერმა თანამშრომელმა კალამატას ცეტრალური საბავშვო ბაღის წინ თავი მოიკლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცმა ჭრილობები მკერდის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით მიიყენა.

როდესაც ერთ-ერთმა მასწავლებელმა ორი გასროლის ხმა გაიგო, მაშინვე გარეთ გამოიქცა და დაინახა, რომ მამაკაცი უკვე სისხლში ცურავდა. მის მიერ გასროლილი ტყვია მასწავლებლის მანქანასაც მოხვდა, რომელიც საბავშო ბაღის წინ იდგა.

ბავშვები თვითმკვლელობის სცენას შეესწრნენ, რადგან ინციდენტი დაახლოებით დილის 10:00 საათზე მოხდა. ამ დროს ისინი სასწავლო წლის დასრულების ცერემონიისთვის რეპეტიციას გადიოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარი სახლიდან დაახლოებით 100 მეტრი გაიარა, იარაღი კი საბანში ჰქონდა გახვეული. ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ გადაწყვიტა მან თავი ბავშვების თანდასწრებით მოეკლა.

onalem

ტესტ