fbpx
კრიმინალისაზოგადოება

არცერთი შეხვედრა და არანაირი ურთიერთობა ნოდასთან – დანგრეული ცხოვრება უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე

34 წლის იოანა პაპასპირუზე თავდასხმის საქმე ბოლო დროის ერთ-ერთი სასტიკი დანაშაულია, რომელიც დასრულდა არა მსხვერპლის გარდაცვალებით, არამედ მისი ცხოვრების განადგურებით. ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ იოანა რაღაცას მალავდა და რომ არსებობდა საფუძვლიანი მოტივი, რომლის გამოც მასზე 35 წლის ქალმა ასეთი თავდასხმა განახორციელა.

იოანა, რომელსაც სახის 93% აქვს დამწვარი და სამწუხაროდ, ვეღარასოდეს დაიბრუნებს ძველ ცხოვრებას, თავიდანვე ამბობდა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ ვინ იყო მისი მტერი, გოგონამ არ იცოდა, თუ რა მიზეზით შეიძლებოდა ვინმეს ასეთი რამ გაეკეთებინა მისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ ეს მის პირად ცხოვრებას ეხებოდა, თავად აბსოლუტურად გამორიცხავდა ამ ვარაუდს.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, პაპასპირუ მართალი აღმოჩნდა. პოლიციამ ღრმა გამოძიების საფუძველზე დაადგინა, რომ მას არანაირი კავშირი არ ჰქონია მამაკაცთან, რომლის გამოც 35 წლის ქალმა მას მჟავა შეასხა. ირკვევა, რომ მამაკაცმა მას მხოლოდ მეგობრობის თხოვნა გაუგზავნა და რამდენიმე მესიჯი გაცვალეს. იოანა ამ მამაკაცს, სახელად ნოდას, არასოდეს შეხვედრია, არ ჰქონია არანაირი ფარული ურთიერთობა და კონტაქტები. და როდესაც 35 წლის ქალმა მისწერა, რომ ურთიერთობაში იყო ნოდასთან, იოანამ წაშალა კიდეც მამაკაცი.

გამოდის, რომ ეჭვები და შური არსებობდა მხოლოდ დაკავებულის გონებაში და ამ ყველაფერმა ის სასტიკ დანაშაულამდე მიიყვანა. საბოლოო ჯამში იოანა სრულიად უდანაშაულოა და რომც ჰქონოდა დანაშაული, არცერთ შემთხვევაში არ მართლდება მსგავსი ანგარიშსწორება, თუმცა, ადვოკატები ამბობენ სწორედ იმას, რომ იოანას ცხოვრება ” აბსოლუტურად ტყუილად” დაენგრა.

ბრალდებულს, სავარაუდოდ, 12 წლიანი პატიმრობა ელის.

onalem

ტესტ