fbpx
ჯანმრთელობა

ახალი ამოცანა საბერძნეთის წინაშე – “იმპორტირებული” კორონავირუსი და მისი გავრცელების შეჩერება

საბერძნეთი გუშინდელი დღიდან ახალ ეტაპზე გადავიდა – გაიხსნა ტურისტული სეზონი და უკვე 29 ქვეყნის მოქალაქეებს მასპინძლობს კარანტინის გარეშე. მეცნიერების თქმით, ახლა ჩვენ უკვე ახალი ამოცანის წინაშე ვდგავართ, ვინაიდან წლევანდელ ზაფხულს აუცილებლად გვექნება “იმპორტირებული” შემთხვევები, ანუ საბერძნეთში ჩამოვლენ ინფიცირებული ტურისტები და ეს არ არის უჩვეულო, თუმცა, მთავარი აქ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროფესორმა ნიკოს სიფსასმა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან ისაუბრა:

“ცუდი სცენარი ის არის, რომ გვექნება შემოტანილი შემთხვევები და ჩვენ ისინი აუცილებლად გვექნება. რაც ყველაზე მეტად გვაღელვებს, ვირუსის გავრცელების შეჩერებაა. ამიტომ შევიმუშავეთ ოპერაციონალური გეგმა, რომელიც ამ ყველაფერს სწრაფად გაართმევს თავს. 

ვვარაუდობ, რომ ზაფხულში არ გვექნება ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა. მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი სცენარის განვითარების შემთხვევაში. 

საქმე იმაშია, რომ არავინ იცის, თუ როგორ “იქცევა” ვირუსი. მეორე ტალღა შესაძლოა გვქონდეს შემოდგომაზე, მაგრამ ის იქნება გაცილებით მსუბუქი.

რაც შეეხება ხალხით გადავირთულობას, შედეგები ორ კვირაში დგება. ანუ ვირუსი თავს იჩენს ამ დროში და ვლინდება ინფიცირების შემთხვევები. 

ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ თუ სასტუმროში მცხოვრებ ტურისტს დაუდგინდება ვირუსი, მთელი სასტუმრო კარანტინში არ მოექცევა. იზოლაციაში მოხვდება ეს ადამიანი და ისინი, ვისაც მასთან ჰქონდათ კონტაქტი. მოხდება დეზინფექცია და სასტუმრო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას სხვა კლიენტებისთვის.

არ ვარ დარწმუნებული, რომ მომდევნო ზაფხულამდე გვექნება ვაქცინა. რაიმე მედიკამენტი რომ ვირუსის სამკურნალოდ ვარგოდეს, აუცილებლად უნდა იყოს ის შემოწმებული და დადასტურებული. თუკი ვაქცინას ექნება გვერდითი მოვლენები, ფაქტობრივად, გავნადგურდებით,” განაცხადა სიფსასმა.

 

onalem

ტესტ