fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ევაკუაცია სინდაღმის მეტროსადგურში: რელსებში 65 წლის მამაკაცი ჩავარდა

დღეს შუადღეს სინდაღმის მეტროსადგურში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ადგილზე მობილიზდა პოლიცია და სახანძრო ბრიგადები. მატარებლის რელსებში 65 წლის მამაკაცი ჩავარდა.

მეტროსადგურში ევაკუაციის ბრძანება გაიცა და დროებით შეჩერდა ხაზი ანთუპოლი-ელინიკო. სახანძრო ბრიგადის თანამშრომელთა განცხადებით, განსაკუთრებული ოპერაციები საჭირო არ გახდა, რადგან მამაკაცისთვის მატარებელს ზიანი არ მიუყენებია.

მაშველებმა 65 წლის მამაკაცი რელსებიდან ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის სადგურში დასთან ერთად იმყოფებოდა. ექიმების განცხადებით მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, აქვს გარკვეული დაზიანებები, რაც დავარდნამ გამოიწვია.

როგორც დაზარალებულმა მეხანძრეებს განუცხადა, მას უეცრად თავბრუ დაეხვა და ბალანსი დაკარგა. სწორედ ამის გამო ჩავარდა რელსებში.

onalem

ტესტ