fbpx
საბერძნეთი

”ელექტროშოკი” – საბერძნეთში ელექტრო ენერგიის ფასები იზრდება

მთავარი დილემა: 100 მილიონი ევროს გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან ელექტრო ენერგიის საფასურის 20%-ით გაზრდა. აღნიშნული ორი იდეა საბერძნეთის გარემოს დაცვის სამინისტროს მსჯელობის საგანი გახდა.

DEH-ში ფინანსური ”ხვრელი” მას შემდეგ შეიქმნა, რაც კუნძულებზე ელქტრო ენერგიაზე შეღავათები დაწესდა.

protothema.gr-ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მომხმარებლის ჯიბეზე, რა თქმა უნდა, ცუდად აისახება. იმისათვის, რომ 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დეფიციტური მდგომარეობა არ შეიქმნას, ელექტრო ენერგიის ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის დენის საფასური მინიმუმ 20%-ით გაიზრდება.

DEH-ის მომხმარებლებს, რომლებიც 2,400 კილოვატს მოიხმარენ და ისინი მომხმარებელთა ძირითად კატეგორიას წარმოადგენენ, ავტომატურად გაეზრდებათ გადასახადი. თუმცა, ყველა კატეგორიის ჩათვლით, საერთო ჯამში, გადასახადი გაიზრდება 20%, 22% და 25%-მდეც კი.

onalem

ტესტ