fbpx
საზოგადოება

ელენი ფურეირა საბერძნეთში დაბრუნდა: მისი პირველი გულახდილი ინტერვიუ

ელენი ფურეირამ საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ ბერძნულ პრესას გულწრფელი ინტერვიუ მისცა. მან ევროვიზიის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. ის ასევე შეეხო წილისწამების თემას, რომლის მიხედვითაც, რახილ მაკრი სახელმწიფოს თანხის გაფლანგვაში სდებდა ბრალს.

“რამდენიმე გადაცემამ ძალიან გამაბრაზა, რადგან ყალბ ინფორმაციას გადასცემდნენ. შოკში ჩამაგდო ქვეყანამ, რომელიც მიყვარს, ძალიან მატკინეს თუმცა, არა ბერძენმა ხალხმა. ხანდახან მეშინოდა მეთქვა ვინ ვარ, რომ საბერძნეთს არ შევძულებოდი.

ამის შემდეგ საუბარი იყო ჩემს წარმომავლობაზე. ცოტა ხნით ვიფიქრე, რომ ყველაფერი შეიცვალა, თუმცა, ყოველთვის არსებობს რასისტი ხალხი.

რახილ მაკრი გამოვიდა და თქვა, რომ მე საბერძნეთის ფული “შევჭამე”, რადგან აქ გავიზარდე. მე ვმუშაობ ამ ქვეყანაში და საბერძნეთს ჩემი შემოსავლებიდან დიდ ნაწილს ვუხდი. მე ვუხდი ტელეკომპანია ERT-ს, ისევე როგორც ბერძნები, და ERT აჩვენებს ჩემი სიმღერების 70%-ს. ევროპაში ამაზე არავინ ლაპარაკობდა.

მე შემიძლია ვიყო სექსუალური, ეს ჩემი საქმის ნაწილია, და მე ეს მომწონს. რა თქმა უნდა, გამომიყენეს კიდეც, რათა ფული გამოიმუშავონ, მაგრამ თუკი შენს თავს იცნობ, მიხვდები, რომ ხალხს უნდა შენი უპირატესობებით ისარგებლოს.”

პირველი, რაც ელენიმ საბერძნეთში დაბრუნებისას გააკეთა, სანაპიროზე წასვლა იყო.

 

onalem

ტესტ