ტელეკომპანია ANT1-ს გადაცემის გამო სასამართლოში უჩივიან!
ბერძნული ტელეკომპანიის ხელმძღვანელები სასამართლო პროცესზე მომავალ სამშაბათს გამოცხადდებიან.
საბერძნეთის რადიოსა და ტელევიზიის ეროვნული ზედამხედველობის ორგანო ტელეკომპანიას გადაცემა “Game of love”-ის გამო უჩივის. სასამართლოში შესულია გადაცემის ხარისხთან დაკავშირებული უამრავი საჩივარი.
მოსმენა სამშაბათს, 22 მაისს, 10:00 საათზეა დაგეგმილი.
პირველადი ინფორმაციით, ტელეკომპანია ANT1-ს ჯარიმა ელის, ასევე მოსალოდნელია ტრანსლაციის დროის შეცვლა.
როგორც ჩანს, ბერძნული ტელევიზიებისთვის მომავალი რთული იქნება, უფროდაუფრო რთულდება სხვადასხვა გადაცემებზე ლიცენზიის გაცემის პროცესი.
გადაცემის პირველი ეპიზოდი: