fbpx
ბუნებრივი კატასტროფებისაბერძნეთი

დამანგრეველი ხანძრის შემდეგ მატი და ნეო ვუძა დატბორვის საფრთხეშია (ვიდეო)

ხანძრის შემდეგ ნეო ვუძა და მატი დატბორვის საფრთხის წინაშეა, რადგან გუშინ, აღმოსავლეთ ატიკაში, თავსხმა წვიმა არ წყდებოდა.

irafina.gr-ის ცნობით, რომელიც შესაბამის ვიდეოსაც აქვეყნებს, ნიაღვარმა, ივლისის ხანძრის შედეგად გადამწვარი ტერიტორიები ხელახლა დააზიანა. მიუხედავად ამისა, მას მსხვერპლი ან რაიმე სახის ინციდენტი არ მოჰყოლია. თუმცა, მოსახლეობა შიშობს, რომ თუ არ შეწყდა ასეთი ინტენსიური წვიმა, შესაძლოა, მათ სერიოზული პრობლემები შეექმნათ.

გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, სოკრატე ფამელუს განცხადებით,  პროექტის ღირებულება, რომელიც ამ ტერიტორიებს წყალდიდობისგან დაიცავს, 3.5 მილიონი ევროა. ხოლო, მისი განხორციელება და უშუალო სამუშაოების დაწყება სექტემბრის თვეშია ნავარაუდევი.

წყალდიდობისგან თავდასაცავი პროექტი ითვალისწინებს მდინარის ნაპირსამაგრ სამუშაოებს, რომლის ღირებულება 0.5 მილიონ ევროს შეადგენს და კაშხლის მშენებლობას, რომლისთვისაც 1.75 ევროა გამოყოფილი. ასევე, აუცილებელია, კოროზიის საწინააღმდეგო ფიტოსანიტარული გეგმის განხორციელება, რომლის ღირებულება 1.25 ევროა. მოცემული პროექტის განხორციელება კი სრულად უზრუნველყოფს წყალდიდობის თავიდან აცილებას.

 

onalem

ტესტ