ბერძნების განსაკუთრებული კონტროლი ახლა უკვე ბელგიის აეროპორტებში

ბერძნები, რომლებიც ბელგიის დედაქალაქში მიფრინავენ, ჩივიან, რომ მათ აეროპორტებში დამამცირებლად მკაცრად ამოწმებენ.

როგორც ცნობილია, საბერძნეთიდან ჩასული მგზავრების განსაკუთრებული წესით შემოწმება პირველად გერმანიის აეროპორტებში დაიწყო, სადაც ბერძენი პოლიციელებიც კი არიან წარგზავნილი კონტროლისთვის.

ახლა კი რიგი ბელგიაზე მიდგა და ბერძენი დეპუტატები ჩივიან, რომ ბრიუსელმა ბერძნებს კარანტინი დაუწესა და ეს ყველაფერი ევროპის გაყოფას ჰგავს.

აღნიშნული კონტროლი დაწესდა იმის გამო, რომ საბერძნეთიდან მიგრანტები ყალბი საბუთებით ევროპის სხვა ქვეყნებში ცდილობენ გადასვლას, რაც არცერთი ქვეყნისთვის არ არის ხელსაყრელი, სწორედ ამიტომ მათ, თავდაცვის მექანიზმებს ამ გზით მიმართეს, რაც თავად ბერძნებისთვის დამამცირებელი აღმოჩნდა.

melano

ტესტ