fbpx
კატეგორიის გარეშე

ათენში ყოფილი მინისტრი ხალიჩების მაღაზიას ხსნის

როგორც ჩანს,მეწარმეობის განვითარებას აპირებს. ხალიჩების მაღაზიის გახსნა გადაწყვიტა ერთ-ერთი პარტიის (ΝΔ) მინისტრმა,არის სპილიოტოპულოსმა და როგორც ჩანს,მეწარმეობის განვითარებას აპირებს.

ერთ-ერთი გაზეთის თანახმად,ყოფილი მინისტრი ღელავს თავის მომავალზე და ტოვებს ღია კარს პოლიტიკაში დასაბრუნებლად,თანმდევი სურვილით-განავითაროს საკუთარი თავი ბიზნესის სხვადასხვა სფეროში. მისი აქტიურუბა უფრო მრავალფეროვანი ხდება იქიდან გამომდინარე,რომ ახალ შესაძლებლობებს ეძებს,როგორც ათენში, ასევე მის გარეთ.

მისი მცდელობის შემდეგ,რომ ერთ-ერთი მუნიციპალური სასტუმრო დააფინანსოს 25 წლით,რათა ეს ისტორიული სოფელი ტურისტულ საკურორტო ზონად აქციოს,ახლა ყოფილი მინისტრი დედაქალაქშიც ცდილობს ბიზნესის აწყობას. გარკვეული ინფორმაციის თანახმად (“Secret”) ბატონი სპილიოტოპულოსი აწარმოებს მოლაპარაკებებს,დიდი ფართის დაქირავებასთან დაკავდირებით -დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში, რომელსაც გამოიყენებს,როგორც ხალიჩების, ასევე ბერძნული,ტრადიციული ნაწარმის გასაყიდად.

მან უკვე მოძებნა ადგილი,რომელიც იმყოფება აკროპოლისის მუზეუმთან ახლოს და აწარმოებს მოლაპარაკებებს,იმის დასადგენად,რამდენად იქნება შესაძლებელი მისი ბიზნეს-იდეის განხორციელება.