fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში “ჭკვიანი” სკამები შემოდის!

“ჭკვიანი” სკამები საბერძნეთში სულ მალე შემოვა და ადგილს საზოგადოებრივი თავშეყრის წერტილებში დაიკავებს.

სკამები განკუთვნილი იქნება მათთვის, ვისაც მობილური ტელეფონის, კომპიუტერის ან რაიმე სხვა ტექნიკის დატენვა მოესურვება. ეს იქნება ელექტრო ენერგიის მიწოდების წყარო ღია სივრცეში.

ცხადია, “ჭკვიანი” სკამები ინტერნეტითაც უზრუნველგვყოფენ.

6-7 ივნისს დაგეგმილია კონფერეცია, რომელიც სასტუმრო Royal Olympic-ში გაიმართება და ისაუბრებენ ახალ ტექნოლოგიებზე “ჭკვიან” ქალაქებში. საბერძნეთში კი მსგავსი სახის ტექნიკა პირველად იქნება წარმოდგენილი.

რამდენიმე ევროპულმა ქალაქმა “ჭკვიან” სკამებს უკვე დიდი ხანია უმასპინძლა.

 

onalem

ტესტ