fbpx
რელიგიასაზოგადოება

“ათეისტი პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრა, ღმერთის წყევლას იზიდავს” – მიტროპოლიტი ამბროსი

ეგიალიას მიტროპოლიტის, ამბროსის განცხადება საკმაოდ პროვოკაციულია, მაშინ, როცა ქვეყანა ატიკის სასიკვდილო ხანძრის შედეგად დაღუპულ ათობით ადამიანს გლოვობს, ზოგი კი ჯერ კიდევ არ უპოვიათ. მიტროპოლიტის თქმით პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრა და მისი თანამშრომლები, “SYRIZA- ს ათეისტები”, არიან პასუხისმგებლები “მასშტაბურ განადგურებაზე”, რომელიც ატიკის ხანძარმა გამოიწვია.

“თავიანთი ათეიზმით ისინი ღმერთის აღშფოთებას იწვევენ,” წერს მიტროპოლიტი თავის პოსტზე. “ჩემი ცხოვრების 80 წლის განმავლობაში არ მახსოვს, რომ საბერძნეთში ასეთი მასიური კატასტროფა მომხდარიყო”, – ამბობს ის და ქვეყანაში ცეცხლოვან ფრონტებსა და სხვა ფენომენებს, როგორიცაა თესალონიკის ბურუსი, გულისხმობს. “მოდით, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ დამანგრეველი ხანძრის გარდა, ჩვენს ქვეყანაში ხდება ბევრი სხვა უცნაური მოვლენაც! მეხი ეცემა უდანაშაულო გამვლელებს შუა გზაზე! მეხი ასევე ანადგურებს ავტუბუსს, რომელსაც მგზავრები გადაჰყავს საჯარო გზაზე! მეხმა ერთხელ მოკლა მოტოციკლისტი, რომელიც ასევე გზაზე მოძრაობდა! შესაბამისად, ვასკვნით, რომ უცნაური მოვლენები ხდება ჩვენს დროში! ავტომატურად ჩვენს გონებაში ჩნდება კითხვა: რატომ ხდება ეს უცნაური და აუხსნელი მოვლენები?

ტექნოკრატები საკუთარ პასუხს გასცემენ, მთავრობა, პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები, ამ სამყაროს ბრძენი მამაკაციც, მორწმუნეც და ათეისტიც საკუთარ ინტერპრეტაციას მისცემს დღევანდელ მოვლენებს” – ამბობს ის და დასძენს: “პირიქით, წმიდა სინოდი, საბერძნეთის ეკლესიის ადმინისტრაცია, დუმილის გზით ბრწყინავს! დაე, გაგვამტყუნონ’’. “ჩვენ შევეცდებით, გავცეთ პასუხი კითხვაზე: რატომ ხდება ეს საშინელი რამ? ჩვენ ვევედრებით სულიწმინდის სინათლეს! მივმართავთ ბიბლიას პასუხის მისაღებად. მიტროპოლიტი ციტირებს პავლე მოციქულის ტექსტიდან მისი მოწაფის, ტიმოთეს მიმართ. იგი ასკვნის, რომ, სული წმინდის შესაბამისად, ღვთისგან დაშორების პერიოდში ღმერთი თავის რისხვას მოუვლენს ხალხს სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფით, როგორიცაა მიწისძვრა, შიმშილი, ეპიდემიები და ავადმყოფობი, სისხლისღვრა, დამნაშავეობა, დამანგრეველი ხანძარი, კვამლის ღრუბლები, რომლებიც ცას მისწვდება!

ვინ არის პასუხისმგებელი თანამედროვე ბერძენის ღვთის გზიდან ჩამოშორებაზე? ვინ? ათეისტი პრემიერ-მინისტრი. ალექსის ციპრა და მისი კოლეგები! ბატონ ციპრას არ რცხვენია, გაანადგურა საბერძნეთის ეკონომიკა, გგააღატაკა მოსახლეობა, გააფორმა უამრავი მემორანდუმი, რომლითაც საბერძნეთი დაამონა, ბერძნებს რეფერენდუმით ატყუებდა, რის შედეგადაც ხალხმა დააფიქსირა ‘’არა’’ და მან გამოაცხადა, როგორც ‘’კი’’, გაყიდა ჩვენი მაკედონია, ებრძვის ჩვენს მართლმადიდებლობას! და კიდევ ბევრი აქვს მიღწეული ჩვენს პრემიერ-მინისტრს, ციპრასს! ალექსის ციპრასი და მისი სხვა თანამებრძოლები არიან დამნაშავეები ამ კატასტროფაში ! დიდი ხანძარი გერანიის მთაზე ელვით დაიწყო! ეს არის წმინდა ცის მესიჯი! “– წერს ის. ალექსი ციპრას, ღვთის დახმარების გარეშე, “ასიმეტრიული ფენომენის” პრობლემები არ წყდება.”

onalem

ტესტ