fbpx
კატეგორიის გარეშე

ათენში ცნობილი ადვოკატი ფარმაცევტის მკვლელობის საქმეში მთავარი მოქმედი პირია

ათენში კარგად ცნობილი ადვოკატი, რომელიც ახლა ციხეში იმყოფება, ფარმაცევტის მკვლელობის საქმეში მთავარ როლს თამაშობს. აღმოჩნდა, რომ სწორედ მის გამო ისესხა 51 წლის არქიტექტორმა 57 წლის ფარმაცევტისგან 300,000 ევრო.

ფინანსურმა კრიზისმა, რომლის დროსაც სამშენებლო კომპანიების უმეტესობა გაკოტრდა, არქიტექტორის მატერიალურ მდგომარეობაზე პირდაპირპროპორციულად იმოქმედა და მან ვალის გადახდა ვერ შეძლო. სასამართლოს დადგენილებით, გლიფადაში არსებული კერძო საკუთრება ვალის საფასურად ფარმაცევტს გადაეცა.

არქიტექტორმა თავი დაზარალებულად იგრძნო, რადგან მას კერძო საკუთრება წაართვეს იმ ვალის გამო, რომელიც მესამე პირის გამო აიღო. აღსანიშნავია, რომ მისი და ფარმაცევტის ოჯახები დიდი ხანია მეგობრობდნენ და მათი შვილები თითქმის ერთად იყვნენ გაზრდილები. თუმცა, ვერც ამ ფაქტმა შეაჩერა არქიტექტორი. გამძვინვარებამ და სასოწარკვეთამ თავისი შედეგი გამოიღო და მან ფარმაცევტი რევოლვერის 5 გასროლით მოკლა. მოგვიანებით, თავის ჩვენებაში, პოლიციას განუცხადა, რომ ჩადენილი დანაშაული საშინლად ინანა და თავის მოკვლაზეც კი ფიქრობდა, თუმცა გამბედაობა არ ეყო.

 

 

onalem

ტესტ