fbpx
საბერძნეთი

ათენი: საჯარო საავადმყოფოს თანამშრომლებმა ფინანსთა სამინისტროს წინ კედელი ააშენეს

საჯარო საავადმყოფოს თანამშრომლებმა ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებული ზომების მიღება გააპროტესტეს და ათენის ცენტრში, ჯანდაცვის სამინისტროს წინ ცემენტის კედელი ამოაშენეს. ამ დროს ფინანსთა სამინისტროში ლუქსემბურგის შეთანხმებაზე მსჯელობდნენ და მოლაპარაკება მიმდინარეობდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ბანერები და კარვებიც. მათ მუშაობა პარასკევს დილით დაიწყეს და კედელი ამოაშენეს.

მათ ბანერებზე, ალექსის ციპრასის სურათებზე ჰალსტუხები დაამაგრეს, რადგან პრემიერმა განაცხადა, რომ ჰალსტუხს მას შემდეგ გაიკეთებდა, რაც საბერძნეთს ვალისგან გაათავისუფლებდა.

საავადმყოფოს თანამშრომლები პერსონალის რაოდენობის გაზრდას და სხვადასხვა პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

onalem

ტესტ