fbpx
საბერძნეთი

ასპროპირგოსი: აღმოჩენილი ბომბების გამო კვირას მოსახლეობის ევაკუაცია დაიგეგმა

ასპროპირგოსის მუნიციპალიტეტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბების გამო, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს, საჭიროა მოსახლეობის ევაკუაცია.

პროცესი კვირას, 10 სექტემბრისთვის დაიგეგმა. ასპროპირგოსის მერმა, ნიკოს მელეტიუმ ოპერაციის შესახებ შეატყობინა ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ და ცხოვრობენ შემდეგ ადგილებში:  «Αεροδρόμιο», «Γκορυτσά», «Τρύπα Αλεπούς», «Κόκκινη Εκκλησιά», «Ψάρι» და «Θερμοκήπια».

ANT1-ის ინფორმაციით, ორი ბომბის განეიტრალება აეროპორტის მახლობელ ტერიტორიაზე მოხდება, სწორედ ამიტომ ამ ადგილებში მოსახლეობის ყოფნა დაუშვებელია.

ასევე მათ უნდა გაიყვანონ მანქანები საფრთხის ზონიდან. სახლებისა და ბიზნეს დაწესებულებების მფლობელებმა შენობების ფანჯრები უნდა დატოვონ ღია, რათა ისინი არ ჩაიმსხვრეს.

მერი ასევე აფრთხილებს მშობლებს, შეძლებისდაგვარად მოამზადონ შვილები, რადგან შესაძლოა განეიტრალების პროცესში წარმოიქმნას ხმაური. ეს იმისთვის, რომ მათ არ შეეშინდეთ და არ ჩავარდნენ პანიკაში.

onalem

ტესტ