fbpx
საზოგადოება

ალექსანდრუპოლი: ძლიერი ხანძარი ავტობუსში, რომელშიც 12 მგზავრი იჯდა

ΚΤΕΛ-ის ავტობუსში, რომელიც ალექსანდრუპოლი-ორესტიადას რეისს ასრულებდა, ცეცხლი გაჩნდა. ავტობუსი მთლიანად განადგურებულია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი გუშინ, 16:00 საათზე, სოფელ მონასტირაკთან მოხდა.

საბედნიეროდ, მძღოლმა სწრაფი რეაგირება მოახდინა და მგზავრები ავტობუსიდან დროულად გამოიყვანა. თითოეული ადამიანი უვნებელია.

ადგილზე მობილიზდა სახანძრო ბრიგადები და ცეცხლი, რომელიც ავტობუსის გარდა, მიმდებარე ტერტორიაზეც ვრცელდებოდა, კონტროლის არეში მოაქციეს.

ავტობუსი მთლიანად დაიწვა.

იხილეთ ვითარება:
https://www.facebook.com/eevros/videos/10156381629957389/

 

onalem

ტესტ