8 წლის ევაგელიას ”მადლობა” მათ, ვინც ინგლისში გამგზავრებაში დაეხმარა

8 წლის ევაგელია თავისი ნახატით მადლობას უხდის ყველას, ვინც დაეხმარა ინგლისში სამკურნალოდ გამგზავრებულიყო.

გოგონამ გადაწყვიტა, ამ გზით გამოეხატა მადლიერება ხალხის მიმართ, რომლებმაც თანხა შეაგროვეს, რათა მან სიმსივნე დაამარცხოს, რომლის დიაგნოზიც 1,5 წლის წინ დაუსვეს.

”მადლობა ჩემი გულიდან” – წერს პატარა გოგონა იმედით, რომ ის დაავადების დამარცხებას შეძლებს.

მისი მკურნალობის და გამგზავრებისთვის საჭირო თანხა 380, 000 ევრო იყო, რომელიც მას შემდეგ, რაც ოჯახმა დახმარება ითხოვა, რამდენიმე საათში შეგროვდა.

ამის შესახებ გოგონას მამამ განაცხადა:

”დაპირება იყო ასეთი: ”სამ დღეში შენი შვილი ინგლისში იქნება!” – მითხრა უცნობმა. ხანია გვერდში დამიდგა, დამეხმარა ჩემი შვილის მკურნალობისთვის თანხა შეგროვებულიყო. როგორ შემიძლია, მადლობა ვთქვა? ეს საკმარისი არ არის. არ დაგვივიწყოთ მე და ჩემი შვილი, თქვენ მე მომეცით საშუალება გადამელახა ეს სიძნელე. მთელმა ხანიამ და კრეტამ გულთან მიიტანა ჩემი ოჯახის პრობლემა. მთელი გულით გიხდით მადლობას თითოეულ თქვენგანს.”

კასტრანაკისმა განაცხადა, რომ საბერძნეთში გავლილი მკურნალობის ყველა კურსი უშედეგო აღმოჩნდა და მხოლოდ ინგლისში არსებობს ცენტრი, რომელიც 8 წლის ბავშვისთვის გადარჩენის ერთადერთი იმედია.