fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ინფორმაცია ქართველ ემიგრანტებს: იფრთხილეთ, თუკი DΕΗ-დან მოგაკითხეს!

ახალი ამბავი არ არის, რომ საბერძნეთის მასშტაბით თაღლითები დადიან და თავს ელექტრო ენერგიის მომმარაგებელი კომპანიის, DEH-ს თანამშრომლებად ასაღებენ. მათი მთავარი სამიზნეები მოხუცები იყვნენ, მაგრამ ამჯერად პოლიცია თითოეულ ადამიანს აფრთხილებს. ბოლო დროს მათ ტაქტიკა შეცვალეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ 40 წლის ბერძენი დააკავა, რომელსაც ბრალად ოთხი ოჯახის გაძარცვა ედება. მის მიერ საერთო ჯამში წაღებული თანხა და ძვირფასეულობის ფასი 25.400 ევროა.

ისინი არა მხოლოდ გარკვეული შემოწმების ჩატარებას გთავაზობენ, არამედ ხშირად იყენებენ იმ ფაქტორს, რომ ძალიან ბევრ ემიგრანტსა და თუნდაც, ბერძენს დენი ჩაჭრილი აქვს. აქედან გამომდინარე, ისინი ჰპირდებიან მსხვერპლს, რომ გარკვეული თანხის ადგილზე გადახდის შემთხვევაში, ათასობით ევროს ოდენობით ჯარიმა აღარ დაეკისრებათ.

თუკი კარზე DEH-ს მსგავსი თანამშრომელი დაგიკაკუნებთ, მაქსიმალურად დარწმუნდით, რომ ის არ იტყუება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიერ მომზადებული მიზეზები იმდენად დამაჯერებელია, თუკი კომპანიასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა გაქვთ, ადვილად მოახერხებენ თქვენს გაცურებას.

onalem

ტესტ