fbpx
ტერორიზმი

“ვლოცულობდი – ღმერთო, ნეტავ, ტყვიები მალე გაუთავდეს…” – შავი დღე ახალ ზელანდიაში

თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გარ­შე­მო მხო­ლოდ გვა­მე­ბი და სის­ხლი ჩან­და. თავ­დას­ხმა ორ მე­ჩეთ­ზე ქა­ლაქ ქრისტჩერჩში ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 13:45 სა­ათ­ზე მოხ­და.

პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე 28 წლის კაცი და კი­დევ სამი ადა­მი­ა­ნი. ავ­სტრა­ლი­ე­ლი ბრენ­ტონ ტა­რან­ტი ტე­რაქტს, რო­მელ­შიც თა­ვა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, „ფე­ის­ბუქ­ზე“ ლა­ი­ვით გა­დას­ცემ­და.

ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი CNN-თან ამ­ბობს, რომ თავ­დას­ხმის დროს მან­ქა­ნით მე­ჩე­თებ­თან ახ­ლოს მი­დი­ო­და, რო­დე­საც და­ი­ნა­ხა, რო­გორ წვე­ბო­და ხალ­ხი მი­წა­ზე.

„მან­ქა­ნი­დან გად­მოვ­ხტი და გა­ვი­გე სრო­ლის ხმა. ვცდი­ლობ­დი, ვინ­მეს დავ­ხმა­რე­ბო­დი. მა­მა­კა­ცი და­ვი­ნა­ხე მცი­რე­წლო­ვან გო­გო­ნას­თან ერ­თად, მას ტყვია ზურ­გში ეს­რო­ლეს. ხმა­მაღ­ლა ყვი­რო­და, მო­ვა­ხერ­ხე ბავ­შვთან ერ­თად მისი მან­ქა­ნა­ში ჩას­მა და კი­დევ ერთ მა­მა­კაც­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ფეხ­ში იყო დაჭ­რი­ლი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ვიყ­ვა­ნე,“ – ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბას CNN არ ასა­ხე­ლებს.

კი­დევ ერთი მა­მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ტე­რაქ­ტის დროს მე­ჩე­თის ტუ­ა­ლეტ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ამ­ბობს, რომ კა­რი­დან გას­ვლა ვერ შეძ­ლო და ფან­ჯრის შუშა ჩა­ამ­ტვრია, რომ გა­რეთ გა­მო­სუ­ლი­ყო.

„მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სრო­ლა არ შემ­წყდა­რა,“ – ამ­ბობს ის.

კი­დევ ერ­თმა თვითმხილ­ველ­მა კი CNN-ს უთხრა, რომ ლო­ცუ­ლობ­და, თავ­დამ­სხმელს ტყვი­ე­ბი გას­თა­ვე­ბო­და.

„ერ­თა­დერ­თი, რა­საც ვფიქ­რობ­დი, იყო ის, რომ ტყვი­ე­ბი ადრე თუ გვი­ან მას აღარ ექ­ნე­ბო­და. ვლო­ცუ­ლობ­დი, „ღმერ­თო, ნეტა მალე გა­უ­თავ­დეს ტყვი­ე­ბი!“ – ჰყვე­ბა თვითმხილ­ვე­ლი.

ახა­ლი ზე­ლან­დი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმე­ლე­ბის მან­ქა­ნებ­ზე ხელ­ნა­კე­თი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

მა­ნამ­დე კი პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ თავ­დას­ხმის შემ­დეგ იპო­ვეს არა­ერ­თი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც გამ­ნაღმვე­ლებ­მა გა­ა­უვ­ნე­ბელ­ყვეს.

საინტერესოა, რომ თავდამსხმელი ბრენტონ ტარანტმა ეჩეთზე თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე 87-გვერდიანი მანიფესტი გაავრცელა, სადაც როგორც საკუთარ პიროვნებაზე, ასევე თავდასხმის განხორციელების მოტივზეც ლაპარაკობს და ამბობს, რომ ბევრი თავდამსხმელის ისტორიით არის შთაგონებული – მათ შორის ბრეივიკის მიერ ჩადენილი მასობრივი მკვლელობით (2011 წელს ნორვეგიაში 77 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა).

კითხვაზე, თუ რატომ აპირებს მასშტაბური თავდასხმის განხორციელებას მეჩეთზე, წერს:
“იმისთვის, რომ შური ვიძიო დამპყრობლებზე, რომლებმაც ევროპის მიწებზე ათასობით ადა-მიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს.
რათა შური ვიძიო მილიონობით ევროპელის დამონებისთვის, რომლებიც მუსლიმ დამპყრობ-ლებს ევროპული მიწებიდან მიჰყავდათ.
იმისთვის, რომ შური ვიძიო იმ ათასობით ევროპული სიცოცხლისთვის, რომელიც მათ ტერო-რისტული აქტების განხორციელებისას შეიწირეს.

იმისთვის, რომ ევროპულ მიწებზე მიგრაციის მაჩვენებელი შევამცირო დაშინებითა და მათი ფიზიკური განადგურებით”.

ამავე მიმართვაში ლაპარაკია იმაზეც, რომ შურისძიება კონკრეტულად უკავშირდება 2017 წელს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მომხდარ ტერაქტს, რომლის დროსაც დიდი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა, რომელიც მძღოლმა თავდასხმისთვის გამოიყენა, ჯერ ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა, მერე კი სავაჭრო ცენტრის ვიტრინაში შევარდა.

მანქანის გამტაცებელმა გაიარა ექვსი კვარტალი, გადავიდა სტოკჰოლმის მთავარ ქუჩაზე – დროტნინგეტენზე და ტროტუარზე ხალხის გატანა დაიწყო. შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 11 წლის გოგონა, ებბა აკერლუნდი.  თავდამსხმელის მტკიცებით,  მისი სიცოცხლისთვის შურისძიებაც გახდა ახალ ზელანდიაში მომხდარი სასაკლაოს ერთ-ერთი მიზეზი.

onalem

ტესტ