fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ტურისტი სანტორინის კლდეებში ჩარჩა – მის ამოსაყვანად ვერტმფრენი ათენიდან ჩაფრინდა

კანადელი ტურისტი სანტორინის მოსანახულებლად მეგობართან ერთად ჩავიდა, მაგრამ მისი თავგადასავალი არც თუ ისე სასიამოვნო აღმოჩნდა. მან დრონი გაუშვა კუნძულის სილამაზის დასაფიქსირებლად, მაგრამ ძლიერმა ქარმა ჩამოაგდო და მის საძებნელად კლდეებზე გადასვლა მოუწია. რამდენიმე ხანში მიხვდა, რომ უკან დასაბრუნებელი შანსი არ ჰქონდა, რა თქმა უნდა, ფეხით.

საბედნიეროდ, მამაკაცს მობილური ტელეფონი თან ჰქონდა და არც პანიკაში ჩავარდნილა, მან მეგობარს დაურეკა, რომ სასწრაფოდ მაშველები გამოეძახებინა მის გადასარჩენად. ცხადია, ზარის შემდეგ შესაბამისმა სამსახურმა მობილიზება დაიწყო, მაგრამ სიტუაცია იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ კანადელის გამოყვანა მხოლოდ ვერტმფრენით იყო შესაძლებელი.

გამომდინარე აქედან, ათენიდან ვერტმფრენით ჩაფრინდა ხუთი მაშველი, რომლებიც ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევებში მუშაობენ. ადგილზე იყო თირას მერიც, ნიკოს ზორზოსი.

მათ თოკების საშუალებით მოახერხეს კანადელის ადგილსამყოფელამდე მისვლა და მისი ამოყვანა, მაგრამ ოპერაცია ურთულესი იყო, რის გამოც ისინი ხუთი საათის მანძილზე მუშაობდნენ.

onalem

ტესტ