fbpx
კატეგორიის გარეშე

ციკნოპემპტი, “სუფთა ორშაბათი” და აღდგომის კვირა – როდის უწევს დღესასწაულები საბერძნეთში 2024 წელს

2024 წელს “ციკნოპემპტი” 7 მარტს უწევს, ტრადიციულად, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე “სუფთა ორშაბათი” დადგება. ეს არის დღე, როდესაც თითქმის ყველა ქუჩიდან შემწვარი ხორცის სურნელი მოდის.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნავენ, “ციკნოპემპტი” არ არის ოფიციალურად უქმე დღე და ყველა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

რაც შეეხება “სუფთა ორშაბათს”, უწევს 18 მარტს და არც ეს დღეა ოფიციალურად უქმე კერძო სექტორისთვის, თუმცა, დაწესებულებების უმეტესობა, დაკეტილია და შესაბამისად, თანამშრომლებიც ისვენებენ.

ამის შემდეგ მოდის შემდეგი უქმეები:

25 მარტი
1-ლი მაისი

2024 წლის აღდგომა:

წითელი პარასკევი – 3 მაისი (შესაძლოა კონკრეტულმა დაწესებულებებმა იმუშაონ შუადღის შემდეგ)
დიდი შაბათი – 4 მაისი
აღდგომის კვირა – 5 მაისი
აღდგომის ორშაბათი – 6 მაისი.

სულიწმინდის დღე – 24 ივნისი
ღვთისმშობლობა – 15 აგვისტო
“ოხის დღე” – 28 ოქტომბერი

შემდეგ კვლავ 25 და 26 დეკემბერი.

onalem

ტესტ