fbpx
კატეგორიის გარეშე

რა უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ ათენში ბინა დაბალ ფასში იქირაოთ – 8 ნაბიჯი

სასურველი სახლი, რომელიც ლამაზი, ფართო, დაბალ ფასში და კარგ ადგილას იქნება, ცოტა არ იყოს, რთული საპოვნელია.

ათენში ძალიან ბევრი სახლი ქირავდება და მათი ფასი დამოკიდებულია ოთხ ფაქტორზე:

– ადგილმდებარეობა
– სახლის მდგომარეობა
– სახლის ფართობი
– ხედი

თუ ათენში სახლის ქირაობა გინდა, ეს 8 ოქროს კანონი დაგეხმარება!

1. სად უნდა ეძებო

იმისთვის, რომ სასურველი სახლი იპოვო, საჭიროა დრო და მოთმინება.

განცხადებები

პირველ რიგში უნდა გადახედოთ განცხადებებს, რომლებიც გაზეთებში და ელექტრონულ გაზეთებში ვრცელდება. ეს ყველაზე კარგი ხერხია და ამასთანავე ძებნის ეკონომიური მეთოდი. ეცადეთ ნახოთ განცხადებები, სადაც ასევე ბინის სურათებიც არის მოცემული.

უძრავი ქონების სააგენტო

თუ სწრაფად გინდა იპოვო სახლი, მაშინ მიაკითხე უძრავი ქონების სააგენტოებს. სააგენტო პირველი თვის ქირის საფასურის დაახლოებით 50-100% გამოგართმევს მომსახურებისთვის. იხდი მაშინ, როდესაც სახლში შეხვალ. ხოლო მათი დახმარებით სახლების დათვალიერებაში არაფერს იხდი. თუ მაკლერი გამოცდილია, ის ბიუროკრატიულ თემებშიც დაგეხმარება, რათა სწრაფად იქირაო სასურველი სახლი.

2. უბნის არჩევა

ბინის ფასი ასევე დამოკიდებულია მის  მდებარეობაზე. ალბათ გესმის, რომ სულ სხვა ფასი იქნება ბინას კუკაკში და სულ სხვა ომონიაზე! მაინც, თუ მანქანა არ გყავს და იყენებ საჯარო ტრანსპორტს, აირჩიე უბანი, სადაც მეტროსადგური ახლოსაა. ასევე უნდა ნახო, არის თუ არა კორპუსის ახლომახლოს სუპერმარკეტები, საცხობები, ბანკები და კიოსკები.

3. ბინის ნახვა/შემოწმება

შეიძლება მოგეწონოს რომელიმე ბინა და ფასიც ნორმალური იყოს, თუმცა, უნდა იცოდე რა მდგომარეობაშია აღნიშნული ბინა, რადგან მომავალში შეიძლება ბევრი პრობლემა წარმოიქმნას, რომლებიც ხარჯებთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანია, ბინაში გამართული იყოს სავენტილაციო სისტემა და არ იყოს ნესტი. უნდა შეიხედო ბინაში მდებარე გარდერობებში და უჯრებში, ისევე როგორც აბაზანასა და ტუალეტში.

4. რენოვაცია/რემონტი

ბევრ განცხადებაში წერია, რომ “ბინა გარემონტებულია”. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში სახლის გამქირავებლები, უბრალოდ კედლებს ღებავენ და რემონტში ამას გულისხმობენ. ეცადე, რომ ამ მახეში არ გაება. რემონტი ნიშნავს იატაკების, უჯრების, კედლების, ფანჯრებისა და კარებების კარგ მდგომარეობას.

5. ბინის ფასი

როდესაც ფასზე საუბრის დრო მოვა, უბრალოდ.. ევაჭრე. ლაპარაკის დრო ხაზი გაუსვი ყველა იმ ნეგატიურ წერტილს, რაც სახლში შენიშნე და ამავე დროს ხშირად უთხარი, რომ ფულს თავის დროზე გადაიხდი და არ დაუგვიანებ. ითამაშე “კარგი ბავშვის” როლი.

6. გადასახადები

გარდა ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლისა და ავეჯის ყიდვისა, უნდა იფიქრო, რომ ბინის ქირაობისას კიდევ გექნება სხვა გასავალი. რა თქმა უნდა, საუბარია გადასახადებზე. დენის, წყლის, ინტერნეტისა და ტელეფონის ოფიციალურად შემოყვანა სახლში…ღირს! უწყლობას გაუძლებ, მაგრამ… წარმოგიდგენია შენი თავი ინტერნეტის გარეშე?! ასევე, დააზუსტე საერთო საკომისიოს საფასური. რაც უფრო დიდი კორპუსია, მით უფრო ნაკლები გადასახადი გექნება. სანამ სახლს იქირავებ, სთხოვე ბინის პატრონს განახოს ზაფხულისა და ზამთრის საერთო საკომისიო (კინოხრისტა).

7. კორპუსი

სანამ სახლს იქირავებ, დაათვალიერე, ვინ ცხოვრობს შენს სადარბაზოში და სამეზობლოში. დარწმუნებული ვარ ხმაურიანი მეზობელი არავის უნდა. ასევე, თუ სახლის უფროსი იგივე კორპუსში არ ცხოვრობს, ეს კარგი ვარიანტია, რადგან მას მხოლოდ პრობლემების მოტანა შეუძლია. დარწმუნდი, რომ ზამთარში საერთო გათბობა ჩართული იქნება. ასევე დააზუსტე, რამდენი საათით ყოველ დღე.

8. გარანტია

ბოლო წლებია, რაც სახლების პატრონები “გარანტიას” ითხოვენ. უმეტეს სიტუაციაში ეს ერთი თვის საფასურია. ანუ როცა შეხვალ, გადაიხდი გარანტის საფასურს (ერთი თვის გადასახადს), პლიუს პირველი თვის გადასახადს. აქაც შეგიძლია “ვაჭრობა”. შეგიძლია უთხრა ბინის უფროსს, რომ ან კედლებს შეღებავ, ან გაარემონტებ სახლს და გამოგიკლოს გადასახადებიდან.

onalem

ტესტ