fbpx
კრიმინალი

თესალონიკი: პასუხისგებაში მიეცემიან მშობლები, რომლებსაც თავიანთი ახალშობილის 19.000 ევროდ გაყიდვა სურდათ

თესალონიკში ბავშვის შვილად უკანონოდ აყვანის შემთხვევა გამომჟღავნდა, რის შედეგადაც პასუხისგებაში მიეცემიან ბიოლოგიური მშობლები, წყვილი, რომელსაც ბავშვის აყვანა სურდა და ასევე 61 წლის ადვოკატი, რომელიც ამ პროცესს ხელმძღვანელობდა.

საქმის მასალების მიხედვით, ახალშობილის ბიოლოგიური მამა (37 წლის) აპირებდა, რომ საკუთარი შვილი სხვა, სრულიად უცნობი ადამიანებისთვის 19.000 ევროდ მიეყიდა და ისე გაესაღებინათ, როგორც შვილად აყვანა, ეს პროცესი, ცხადია, უკანონო გზით უნდა შესრულებულიყო.

თითოეულ დაკავებულს ოფიციალური ჩვენების მიცემისთვის 1 კვირა აქვს, მანამდე კი, პატიმრობაში დარჩებიან. წინასწარი ცნობებით, ბავშვის ბიოლოგიური მშობლები ბულგარეთიდან არიან და საბერძნეთში სწორედ ბავშვის გაჩენის და შემდეგ გაყიდვის მიზნით ჩამოვიდნენ.

პოლიციამ კიდევ ერთი მამაკაცი დააკავა, რომელიც შუამავალი იყო და ბულგარეთში ფეხმძიმე ქალბატონებს მსგავსი შემთხვევებისთვის ეძებდა, 61 წლის ადვოკატი თავად ამ მამაკაცს დაუკავშირდა და სთხოვა, რომ დიდი თანხის სანაცვლოდ, ეპოვა მშობლები, რომლებიც ახალშობილს მის კლიენტებზე გაყიდდნენ.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

onalem

ტესტ