fbpx
საბერძნეთი

1 ივლისიდან ციფრული ბარათი სამსახურებში – რა შეიცვლება?!

საბერძნეთში დასაქმებული პირები ციფრულ ბარათს სამსახურებში მისვლისა და წამოსვლისას 1 ივლისიდან გამოიყენებენ. საუბარია ბარათზე, რომლითაც თანამშრომელი სამუშაო საათებს ზუსტად დააფიქსირებს, აქედან გამომდინარე, არ მოუწევს შეთანხმებულ განაკვეთზე მეტი დროით მუშაობა, გადახდის გარეშე.

შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, კოსტის ხაძიდაკიმ განაცხადა, რომ აღნიშნული სისტემა თავდაპირველად დაინერგება სუპერმარკეტებსა და ბანკებში, 2022 წლის ბოლოსთვის კი, უკვე იქნება ტურიზმისა და კვების სექტორებშიც.

“აღნიშნულ ბარათებს დიდი მნიშვნელობა ექნება არადეკლარირებული სამუშაოს წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს არის ნაბიჯი, სოციალური სამართლიანობისკენ, არა სიტყვიერი, არამედ პრაქტიკული, რეალური ფორმით. ჯერჯერობით ვიწყებთ ბანკებითა და სუპერმარკეტებით, შემდეგ გადავალთ ტურიზმისა და კვების სფეროებშიც,” აცხადებს მინისტრი.

 

onalem

ტესტ