fbpx
კრიმინალი

თესალონიკი: 25 წლის მამაკაცმა ავტობუსის აპარატებიდან 5, 000 ევრო მოიპარა

25 წლის ახალგაზრდა ავტობუსში დამონტაჟებული აპარატებიდან თანხას იპარავდა და ბოლო სამი თვის მანძილზე მისმა “მოგებამ” თითქმის 5, 000 ევროს მიაღწია.

ის გუშინ შუა ღამით დააკავეს, როცა კიდევ ერთი ავტობუსის გაძარცვას გეგმავდა. ადგილზე მას სხვადასხვა მოწყობილობები და 575 ევრო აღმოუჩინეს.

როგორც პოლიცია იუწყება, თებერვლიდან აპრილის ჩათვლით მან 18 ავტობუსი გაძარცვა და 4,950 ევრო წაიღო. ცხადია, ავტობუსებში მატერიალური ზარალიც აღინიშნება.

მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. 25 წლის მამაკაცს ძარცვის ბრალდებით გაასამართლებენ.

onalem

ტესტ