fbpx
კრიმინალი

პოლიცია ათენის სასამართლოს შესასვლელთან, სადაც ყალბი ბომბი დატოვეს

დღეს დილით საეჭვო პაკეტი შენიშნეს სწორედ იმ შესასვლელტან, საიდანაც ათენის სასამართლოში ადვოკატები შედიან.

კერძოდ, პოლიცია ათენის სასამართლოს შენობასთან მობილიზდა, რადგან ზარი შევიდა საეჭვო პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ბომბი აღმოჩენილიყო.

უცნობია, თუ ვინ დატოვა დიდი ზომის შეკვრა შესასვლელთან.

მედია იუწყება, რომ პაკეტი დიდი ზომის იყო და ჩანდა, რომ შიგნით მრგვალი ფორმის ნივთი იდო.

ასევე, მის გარეთ შეინიშნებოდა სხვადასხვა კაბელები, რაც ეჭვებს ორმაგად ამყარებდა.

თუმცა, როგორც ტელეკომპანია ANT იწყება, არანაირი ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა შეკვრაში არ აღმოჩნდა.

სამართალდამცავები ინციდენტის გარემოებებს იძიებენ.

onalem

ტესტ