fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში ხვალიდან ამინდი გაუარესდება!

საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იტყობინება, რომ კვირის ბოლოს ქვეყანაში ამინდი გაუარესდება. მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი.

კერძოდ, ამინდის ცვლილება ჩრდილოეთიდან დაიწყება და ნელნელა გავრცელდება ცენტრალურ და სამხრეთ საბერძნეთში ხვალიდან, 7 ივლისიდან.

7 ივლისის პროგნოზი

წვიმა მოსალოდნელია ცენტრალურ და აღმოსავლეთ მაკედონიაში, ეპირუსსა და დასავლეთ მაკედონიაში შუადღიდან.

ასევე შუადღიდან თრაკიში, თესალიაში და სპორადესის კუნძულებზე.

წვიმა ნავარაუდევია კუნძულ კრეტაზეც კი.

კვირა, 8 ივლისი

იწვიმებს აღმოსავლეთ მაკედონიაში, თრაკიში, საღამოს ცენტრალურ მაკედონიაში.

თესალიაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ სტერეაში, ატიკის რეგიონში, აღმოსავლეთ პელოპონისოში, სპორდესსა და ევიაში.

ორშაბათი, 9 ივლისი

onalem

ტესტ