fbpx
ეკონომიკა

საბერძნეთში ხელფასები გაიზრდება – ინიციატივას ევროკომისიამ მხარი დაუჭირა

გავრცელებული ინფორმაციით, ეფი ახციოღლუს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, საბერძნეთში ლეგალურად დასაქმებული თითოეული პირის მინიმალური ხელფასი უნდა გაიზარდოს, ევროკომისიამ მხარი დაუჭირა.

შრომის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, ევროპის კომისია აღნიშნულ გადაწყვეტილებას ემხრობა, თუმცა, ზრდა ნელ-ნელა და ფრთხილად უნდა მოხდეს.

დაზუსტებული ანგარიში მომდევნო კვირას გახდება ცნობილი, როდესაც მინისტრი თავად მოაწერს ხელს საბოლოო გადაწყვეტილებას.

საბერძნეთში ლეგალურად დასაქმებული 550,000 პირი თებერვლის თვის ხელფასს გაზრდილი რაოდენობით მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური კრიზისის პერიოდში საბერძნეთში მინიმალური ხელფასი 586 ევრომდე დაეცა და ამ დრომდე ასე რჩებოდა.

ვინაიდან, ქვეყანა ნელ-ნელა წინ მიიწევს, ეს ყველაფერი მოსახლეობის ჯიბეზეც აისახება, რაც ნიშნავს, რომ მათი საარსებო მინიმუმი დაახლოებით 630 ევრომდე გაიზრდება.

onalem

ტესტ