fbpx
კატეგორიის გარეშე

საბერძნეთში სექტემბრიდან პროდუქტების გაძვირება გველის, ხოლო საშუალო ბერძნული ოჯახი 1.000 ევროს საჭმელს ყრის ყოველ წელს

ბერძნული მედია მორიგ სიუჟეტს უძღვნის ვითარებას, რომელიც ქვეყანაში სექტემბრიდან არის მოსალოდნელი და პროდუქტების გაძვირებას უკავშირდება. როგორც უკვე ცნობილია, უკრაინის ომიდან გამომდინარე უკვე დიდი ხანია ინფლაცია აქტიურია და მთავრობები სხვადასხვა გზებით ცდილობენ მის შეკავებას, რათა ეს ყველაფერი მოსახლეობის ჯიბეზე არ აისახოს, თუმცა, ამ მეთოდებს არც თუ ისე ეფექტური შედეგები აქვთ.

ტელეკომპანია Alpha-ს მიერ მომზადებული სიუჟეტის მიხედვით, სექტემბრიდან ძირითად პროდუქტებზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, განსაკუთრებით კი, ზეითუნის ზეთზე, რომლის ფასიც მოიმატებს 45%-ით, ეს ყველაფერი კი მაშინ, როცა საშუალო ბერძნული ოჯახი, სტატისტიკის მიხედვით, ყოველ წელს 1.000 ევროს ღირებულების საკვებს ყრის. ეს არის დაახლოებით 460 ულუფა საკვები.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს მაჩვენებლები შემაშფოთებელია მაშინ, როცა ბერძნების დიდი ნაწილი მინიმალურ ხელფასზე მუშაობს და თვითდან თვემდე თავი გაჭირვებით გააქვთ.

თანოს ბელალიდისი აღნიშნავს, რომ ზოგადად დედამიწაზე წარმოებული საკვების 30% იყრება ნაგავში, თუკი საბერძნეთში წელიწადში გადაყრილი საკვების ფასი ოჯახზე 1.000 ევროს შეადგენს, მსოფლიო მაჩვენებელი 1,5 ტრილიონი დოლარია.

მეორეს მხრივ, იმედოვნებენ, რომ მომატებული ფასები ნეგატიურ შედეგებთან ერთად, გამოასწორებენ ადამიანების მომხმარებლურ ჩვევებს და გაიზრდება ცნობიერება, რათა შეიძინონ იმდენი საკვები, რასაც რეალურად მოიხმარენ, შესაბამისად, არც ზედმეტ თანხას დახარჯავენ პროდუქტში, რომელიც საბოლოოდ მაინც ნაგავში აღმოჩნდება.

onalem

ტესტ