fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციამ ოთხი უსაბუთო ემიგრანტი და მათი გადმომყვანი პირი დააკავა – მათ შორის 1 ქალია

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ ეგნატიას გზაზე 23 წლის მამაკაცი და ოთხი უსაბუთო ემიგრანტი დააკავა, რომელიც მას ქვეყანაში დამალვით გადმოჰყავდა.

23 წლის მამაკაცი სირიის მოქალაქე აღმოჩნდა. როდესაც მას პოლიციამ მანქანის გაჩერების ბრძანება მისცა, გზა მაინც გააგრძელა და სიჩქარეს მოუმატა, რომ გაქცევა შესძლებოდა. საბოლოოდ, ის ბორდიურს მსუბუქად დაეჯახა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა, მაგრამ ოფიცრებმა თითოეულის დაკავება შეძლეს.

როგორც პოლიციამ დაადგინა, მანქანაში იჯდა ოთხი არალეგალი, მათ შორის ერთი ქალი და საბერძნეთში შემოღწევას დამალვის საშუალებით ცდილობდნენ.

უცნობია, თუ რა რაოდენობის თანხა გადაუხადეს მათ 23 წლის სირიელს ტრანსპორტირებისთვის.

onalem

ტესტ