საბერძნეთის 184 მუნიციპალიტეტში ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყება
2019 წლიდან საბერძნეთის 184 მუნიციპალიტეტში დაიწყება ახალი პროგრამის განხორციელება, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი ვალდებული იქნება სკოლის დაწყებამდე ორი წელი ბაღში ისწავლოს.
ხელისუფლების მიზანია აღნიშნული პროგრამა თითოეულ მუნიციპალიტეტში დაინერგოს. მუნიციალიტეტების წარმომადგენლები საუბრობენ ახალი პროგრამის შესახებ და აღნიშნავენ, რომ ამ პროგრამის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო განათლების მინისტრიმა, კოსტა გავროღლუმ, ასევე განათლების მეორე და მესამე საფეხურის წარმომადგენლებმა.
კანონის მიხედვით 4 წლის ბავშვების მშობლები ვალდებულნი არიან თავიანთი შვილები საბავშვო ბაღში ჩაწერონ და ორი წელი ასწავლონ, სანამ ისინი სკოლაში გააგრძელებენ სწავლას.