fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: აქტიურდება პოლიციის სპეციალური საკონტროლო ჯგუფები – რას შეამოწმებენ?!

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში აქტიურდება სპეციალური საკონტროლო ჯგუფები, რომლებსაც კონკრეტული დანიშნულება ექნებათ.

ნიკოს ხარდალიასის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, პოლიცია იწყებს მუშაობას, რომ თავიდან იქნას არიდებული კორონაწვეულებები, მხოლოდ, საუბარია სახლებსა და სკვერებზე.

როგორც ცნობილია, ტავერნებსა და კაფეებში უსაფრთხოების ზომების დაცვა თავად ხელმძღვანელობას ევალება, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მუსიკა ჯერ კიდევ აკრძალულია და ახალგაზრდობა ვერ ერთობა ისე, როგორც სურს, მოსალოდნელია, რომ კვლავ დაფიქსირდეს წვეულებები სახლებში.

პოლიცია იმუშავებს განსაკუთრებულ რეჟიმში და ჩაერევა ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც დაფიქსირდება კანონდარღვევა და შეიქმნება ვირუსის გავრცელების საფრთხე. წვეულების ორგანიზატორი კი, დაჯარიმდება და დაეკისრება პასუხისმგებლობა.

პოლიცია მოსახლეობას სთხოვს, მსგავსი შემთხვევების დაფიქსირების დროს, შეატყობინონ მათ, რათა მოხდეს შესაბამისი ზომების მიღება.

onalem

ტესტ