fbpx
საბერძნეთი

სამუდამო პატიმრობა ბერძენს, რომელმაც საკუთარი 43 წლის მეუღლე ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა

კოზანის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში დღეს 55 წლის ბერძენი მამაკაცის პროცესი შედგა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ყოველგვარი შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინების გარეშე. საუბარია მამაკაცზე, რომელმაც 2022 წლის მაისში ახალგაზრდა მეუღლე საკუთარი ხელით მოკლა.

ეს იყო მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე, ქალს მასთან დაშორება და განქორწინება უნდოდა, რასაც თავად ვერ ეგუებოდა და 43 წლის მეუღლე თავის აფთიაქში დაახრჩო. წყვილს ორი შვილი დარჩა, 6 და 10 წლის, რომლებზე მზრუნველობაც ბიძებს დაეკისრათ.

აღსანიშნავია, რომ 55 წლის მამაკაცი დანაშაულს არ ნანობს, ის სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას მუდმივად იცინოდა და ირონიულ კომენტარებს აკეთებდა, ცოლის ხსნოვნას შეურაცხყოფას აყენებდა. ფაქტობრივად, მან 43 წლის აიდა ჯერ საკუთარი ხელით მოკლა აფთიაქში, ხოლო შემდეგ მეორედ, სასამართლოზე, საკუთარი ქცევით.

“როდესაც მითხრა, რომ განქორწინება უნდოდა, გამახსენდა ჩემი მშობლების დაშორება, რაც ბავშვობაში ძალიან განვიცადე. ვიგრძენი, რომ ის ეკლესია, რომელსაც წლების მანძილზე ვაშენებდი, ინგრეოდა და ამიტომ მოვკალი,” ამბობდა ის.

onalem

ტესტ