fbpx
საზოგადოება

როგორ ანგარიშდება “საშობაო საჩუქარი 2018” და როდის დაგერიცხებათ ის?!

“საშობაო საჩუქრის” გადახდის ბოლო დღე 21 დეკემბერია. “საჩუქარი” წარმოადგენს IKA-ს “შესაწირს” და საგადასახადო შეღავათებს თანამშრომლებისთვის.

ამჟამინდელი კანონმდებლობით, კერძო სექტორში დასაქმებული ყველა თანამშრომელი ფიქსირებული სამუშაო პოზიციით, სრულ ან ნახევარ განაკვეთზე უფლება აქვს “სადღესასწაულო საჩუქრებზე”.

დამსაქმებელს “საჩუქრის” გადახდა ზემოთ აღნიშნულ თარიღამდე ადრეც შეუძლია. სადღესასწაულო “საჩუქრის” გადახდა მხოლოდ ფულადი სახით არის დაშვებული.

როგორ ანგარიშდება “საშობაო საჩუქარი”?

“საჩუქარი” იმის მიხედვით ანგარიშდება, საათობრივად იღებს თანამშრომელი ხელფასს თუ ყოველთვიურად. პერიოდი, რომლითაც ეს ყველაფერი განისაზღვრება, 1 მაისიდან იწყება და 31 დეკემბრამდე გრძელდება. ამრიგად, თანამშრომლები, რომლებიც ამ პერიოდის მანძილზე უწყვეტად მუშაობენ დამსაქმებელთან, აიღებენ 1 მთლიანი თვის ხელფასს, ხოლო ისინი, ვინც საათობრივ ანაზღაურებაზე მუშაობენ, აიღებენ 25 საათის ხელფასს დანამატის სახით.

1 მაისიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში შედის ის სამუშაო საათებიც, რომლებიც თანამშრომლებს საპატიო (კანონიერი) მიზეზით ჰქონდათ გაცდენილი.

ხოლო იმ თანამშრომლებს, რომლებმაც აღნიშნული ვადების განმავლობაში შეწყვიტეს თანამშრომლობა დამსაქმებლებთან, უფლება აქვთ ბონუსის ნაწილი მიიღონ მათი მუშაობის ხანგრძლივობის პროპორციულად.

ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით, თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი “საშობაო საჩუქარი” თავად გამოაინგარიშონ. ამისთვის საჭიროა, ისინი ქვემოთ მოყვანილ ბმულზე გადავიდნენ: http://kepea.gr/calc-doro-xristoygennon.php

რაც შეეხება უმუშევრებს, მათ უფლება აქვთ მიიღონ “საშობაო საჩუქარი” OAED-ისგან, თუ ისინი ორგანიზაციაში 2018 წლის 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით არიან დარეგისტრირებული.

OAED, ყოველწლიურად, უზრუნველყოფს უმუშევართა დაფინანსებას. ტრადიციისამებრ, ისინი დახმარებას შობის კვირაში მიიღებენ. “საშობაო საუქრის” ოდენობა საშემოსავლო გრანტის ექვივალენტური იქნება. ხოლო მათ, ვინც შედარებით მოკლე ვადით იღებდა დახმარებას, მათ დანამატის სახით 3 თვის გასამრჯელოს გადაუხდიან.

 

 

 

onalem

ტესტ