fbpx
საბერძნეთი

რა შეიცვლება და რა მდგომარეობა იქნება 26 ივნისიდან საბერძნეთში?

პროფესორი დიმოსთენის სარიიანი ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საბერძნეთში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს. ის ამბობს, რომ მომდევნო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება და ეს სრულიად ბუნებრივია.

“ველოდებით, რომ მაისის თვის დასასრულს ინფიცირებულთა რიცხვი მოიმატებს, ეს კი ბუნებრივია და პირდაპირ უკავშირდება ფაქტს, რომ გაიხსნა კაფეები და რესტორნები. 

არ გამოვრიცხავ, რომ თვის ბოლოსთვის ყოველდღე გვქონდეს 3.000-მდე შემთხვევა, მაგრამ ივნისში უკვე დაიწყება დეესკალაცია და 26-27 ივნისისთვის დავალთ 1.000-ზე ნაკლებ ინფიცირებულამდე დღეში. 

სწორედ ამ პერიოდიდან ველით, რომ გაუმჯობესდეს და დასტაბილურდეს ეპიდმდგომარეობა. მაგრამ ამ ეტაპისთვის ჩანს, რომ არსებობს მოდუნება და ამის გამოა, რომ გადაივსო ზოგიერთ რეგიონში საავადმყოფოები.

ვფიქრობ, რომ სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო უნდა გახდეს ვაქცინაცია. ეს საკითხი ხომ უკავშირდება როგორც მედიცინას, ასევე ეთიკას.”

ამრიგად, 26-27 ივნისიდან დადგება პერიოდი, როდესაც ინფიცირებულთა რიცხვი 1.000-სზე ქვემოთ ჩამოვა, მსგავსი ფაქტი კი, უკვე საკმაო ხანია არ დაფიქსირებულა.

 

onalem

ტესტ