fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ტურისტი ქალი სელაპმა დაკბინა – მას სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული

უპრეცენდენტო შემთხვევა ალონისოსზე მოხდა, სადაც ტურისტმა ქალმა სელაპის მოფერება სცადა და ეს ყველაფერი საკმაოდ ცუდად დასრულდა.

ირკვევა, რომ 50 წლის ბულგარელი ქალი ცურავდა და როდესაც მახლობლად სელაპი დაინახა, სცადა მოფერებოდა, შედეგად ძუძუმწოვარი შეშინდა და ქალი დაკბინა.

ტურისტს სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული ფეხების არეში, რის გამოც სკოპელოსის ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, მაგრამ შემდეგ მისი ვოლოსში ტრანსპორტირება გახდა საჭირო, რადგან მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

შემთხვევა უპრეცენდენტოდ ითვლება, რადგან სელაპები აქ დაცულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და პარალელურად, ძალიან მეგობრულები არიან ადამიანებთან.

onalem

ტესტ