fbpx
კრიმინალი

პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

მესოლონგის უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამი ადამიანი დააკავეს.

კერძოდ, დამნაშავეები ცენტრალურ, Ionia Odos მაგისტრალზე, მანქანებს ქვებს ესროდნენ და აზიანებდნენ. ეს ყველაფერი პერმანენტულად გრძელდებოდა და მანქანის მძღოლებისთვის სერიოზული ზარალი მოიტანა.

დაკავებულები არიან 24, 18 და 14 წლის პირები. მათი წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების რღვევას და ქონების დაზიანება/განადგურებას. 3 მანქანა განსაკუთრებით არის დაზიანებული.

დამნაშავეებს შეეფარდებათ შესაბამისი სასჯელი და წარსდგებიან პროკურორის წინაშე.

პოლიცია საქმის გარემოებებს ჯერ კიდევ იძიებს.

onalem

ტესტ