fbpx
კრიმინალი

მოხუცს უვლიდა, 1 წელიწადში სახლი “დააცარიელა” და შემდეგ სამსახურიდან გაიპარა

პოლიცია ოჯახის დამხმარე ქალს, რომელიც მათ მოხუცს უვლიდა, დღემდე ეძებს. სახლიდან წაღებულია 11.000 ევრო და ძვირფასეულობა, რომლის ღირებულებაც 10.000 ევროს აღწევს.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ნავპაქტოსში მცხოვრები მოხუცი მამაკაცის ოჯახის წევრებმა აღმოაჩინეს რომ ფული და სამკაულები სახლში აღარ იყო. ეჭვი, ცხადია, პირველი მასზე მიიტანეს, რადგან სახლში ძარცვა არ მომხდარა და დამხმარე ქალი ერთადერთი იყო, ვისაც ამ ყველაფერზე ხელი ყველაზე მარტივად მიუწვდებოდა.

დადასტურებულია ინფორმაციით, დამხმარე ქალი 67 წლისაა და ბერძენია.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ის ოჯახს 14 თვის მანძილზე ნელ-ნელა ძარცვავდა, ხოლო როდესაც ყველაფერი აიღო, სამსახური დატოვა და მას შემდეგ, მასზე ოჯახს აღარაფერი სმენოდა.

11.000 ევრო და 10.000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობის დაკარგვა პოლიციაში ოფიციალურად თებერვალში განაცხადეს, თუმცა, მან სამუშაო აპრილში დატოვა, მას შემდეგ, რაც ეჭვი მასზე მიიტანეს.

გამოძიების ძალისხმევის მიუხედავად, მისი ადგილსამყოფელის დადგენა ჯერჯერობით ვერ შეძლეს.

onalem

ტესტ