fbpx
კრიმინალი

სერიული მკვლელი კვიპროსის ყოფილი პრეზიდენტის და სხვა მაღალჩინოსნების გარემოცვაში

კვიპროსის პოლიცია დეტალურად სწავლობს სერიული მკვლელის ყველა იმ ნაბიჯს, რომელსაც ის მკვლელობებამდე და მათ შემდეგ დგამდა. ფაქტი კი ერთია, ის სრულებით არ ერიდებოდა საჯარო ადგილებში გამოჩენას და უფრო მეტიც, მუშაობდა ისეთ ღონისძიებებზე, რომლებსაც ესწრებოდნენ პოლიტიკოსები და სხვა საჯარო პირები.

უფრო კონკრეტულად, ზუსტად იმ პერიოდში, როცა 37 წლის მერი როუზის ცხედარი იპოვეს, მან ფოტოგრაფად იმუშავა კვიპროსის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი ხრისტოფიასადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე და იქცეოდა სრულიად ბუნებრივად, როგორც ერთი რიგითი ადამიანი.

ეს ყველაფერი ზუსტად 17 აპრილს მოხდა, ხოლო როგორც აღიარებით ჩვენებაში ჰყვება, დანარჩენი მკვლელობების დროს ის მონაწილეობდა თურქულ-კვიპროსული კონფედერაციების მიერ გამართულ ღონისძიებებში და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

სერიული მკვლელი ნიკოს მედაქსა ხშირად იდგა ქალაქის მერების, პრემიერ-მინისტრების და სხვა მაღალჩინოსნების გვერდით.

 

onalem

ტესტ