fbpx
საზოგადოება

კრეტა-სალონიკი: 10 წლის წინ დაკარგული ქალი სახლში დაბრუნდა

62 წლის მარია ხერსონიტაკი 2007 წელს გაუჩინარდა. ქალი 26 მარტს თესალონიკში, პანორამას ტერიტორიაზე იპოვეს.

ის პაპანიკოლაუს სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ერთადერთი, რისი პოლიციისთვის შეტყობინებაც მოახერხა, საკუთარი სახელი იყო.

საავადმყოფოს სოციალური დახმარების სამსახურმა და ადგილობრივმა პოლიციამ სცადა მისი პერსონალური მონაცემების მოპოვება, თუმცა, უშედეგოდ. მათ დახმარებისთვის  ორგანიზაცია ”LINE OF LIFE”-ს მიმართეს, სადაც მაშინვე ჩართეს პროგრამა SILVER ALERT, რომელიც განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომელთა ინდენტიფიცირებაც ვერ ხერხდება.

ქალბატონის ოჯახი, რომელიც კრეტაზე ცხოვრობს, მადლობას უხდის პროგრამას. მისი დაკარგის შესახებ განცხადება 2007 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ მისი ოჯახის წევრები განუწყვეტლივ უიმედოდ ეძებდნენ მარიას.

მცირე ფორმალობების შემდეგ, 10 წლის წინ დაკარგული ქალბატონი, უვნებლად დაბრუნდა ოჯახურ გარემოში.

ოჯახი მადლობას უხდის პოლიციას, შესანიშნავი მუშაობისთვის და ასევე პროგრამას SILVER ALERT, რომლის მოხალისეებმაც შეძლეს დაკარგული ქალბატონის სწორად იდენტიფიცირება.

onalem

ტესტ