fbpx
საბერძნეთი

დღეიდან! ახალი ზომები საბერძნეთში – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ, რომ არ დავჯარიმდეთ!

დღეიდან, 24 დეკემბრიდან, საბერძნეთში ახალი ზომები შედის ძალაში და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი ინფორმირებული იყოს ამის შესახებ, რათა თავიდან ავრიდოთ დაჯარიმება, კანონდარღვევების ფონზე.

ამრიგად, დღეიდან სავალდებულოა:

  1. პირბადის ყველგან, როგორც გარეთ, ღია სივრცეში, ასევე დახურულ სივრცეში ტარება. (აქ შედის სავარჯიშო დარბაზები და სარესტორნო სფერო. კაფეებსა და ტავერნებში პირბადის მოხსნა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც საკვებს და სასმელს მიირთმევთ.
  2. პირბადის ტარება სავალდებულოა ეკლესიებსა და თეატრებშიც.
  3. სუპერმარკეტებსა და საჯარო ტრანსპორტში სავალდებულოა ან ორი პირბადის ტარება ან გაძლიერებული დამცველობის პირბადის (N95) ტარება.
  4. მთელი ქვეყნის მასშტაბით უქმდება სადღესასწაულო ღონისძიებები.
  5. საბერძნეთში ნებისმიერი გზით შემოსვლიდან მე-2 და მე-4 დღეს ყველა მგზავრს მოეთხოვება Rapid ტესტის გაკეთება.
  6. არა ვალდებულება, მაგრამ მკაცრი რეკომენდაციაა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასვლამდე ადამიანებმა ჩაიტარონ თვით-ტესტირება.

onalem

ტესტ