fbpx
საბერძნეთი

რატომ უნდა გამოვიყენოთ პირბადე ΚN95 და არა ორი ქირურგიული?! მინა გაგა კითხვას პასუხობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მინა გაგამ, დღეს კორონავირუსთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რომელი პირბადის ტარებაა უკეთესი მიმდინარე პერიოდში, უკეთესი დაცვისთვის.

მან ყურადღება გაამახვილა ორმაგი პირბადის ტარების ვალდებულებაზე და ასევე KN95-ზე, რომლის ტარების მკაცრი რეკომენდაციასაც ექსპერტები იძლევიან.

“KN95 არის პირბადე, რომელიც მთლიანად იხურება სახის გარშემო და არ ტოვებს ადგილს, რის გამოც არსებობს რეკომენდაცია, რომ ის ვატაროთ სუპერმარკეტებში. ორმაგი ქირურგიული პირბადის ტარებას ვფიქრობ, რომ აზრი არ აქვს, თუ გვერდებზე ის გახსნილია. რა თქმა უნდა, ისიც კარგი დამცველია მიკრო-წვეთებისგან, ზოგადად, მაგრამ თუ გვსურს უკეთესად დავიცვათ თავი, სჯობს, რომ KN95 ვატაროთ,” აცხადებს ის.

შეგახსენებთ, რომ ხვალიდან, 24 დეკემბრიდან, ყველგან სავალდებულოა პირბადის ტარება, დახურულ თუ ღია სივრცეებში, ხოლო საჯარო ტრანსპორტსა და სუპერმარკეტებში ან ორმაგი პირბადე, ან KN95 ტიპის პირბადე უნდა ვატაროთ.

onalem

ტესტ