fbpx
კრიმინალი

პატისიონზე 40 წლის ჯიჰადისტი დააკავეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოძიებამ თავად გაათავისუფლა

გავრცელებული ინფორმაციით, პატისიონის გამზირზე დააკავეს 40 წლის მამაკაცი, რომელის ISIS-ის წევრი იყო. მისი ბრალდება ამჟამად ტერიტორისტული ორგანიზაციის წევრობაა, თუმცა, 2021 წლის 7 დეკემბერს, ანუ რამდენიმე დღის წინ, სრულიად სხვა ბრალდებით დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერაყელი მამაკაცი კიდევ სხვა კრიმინალური ორგანიზაციის წევრიც იყო, რომელიც მიგრანტების უკანონო შემოყვანაზე მუშაობდა და დოკუმენტებს აყალბებდა. ამოღებულია ყალბი პასპორტები, მანქანები, ნაღდი ფული, მობილური ტელეფონები და ნარკოტიკული საშუალება. იმ დროისთვის პოლიციას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ის ტერორისტული დაჯგუფების მიმდევარიც იყო, თუმცა, ეს ყველაფერი ეტაპობრივად გაირკვა.

ირკვევა, რომ ერაყელი მაშინ შემაკავებელი პირობებით, 5.000 ევროიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა, ახლა კი პატიმრობაში სხვა ბრალდებით დაბრუნდა. არსებობს ინფორმაცია, რომ ერთი მეუღლე ერაყში, ხოლო მეორე ჰოლანდიაში ჰყავს.

აღნიშნული კრიმინალური ორგანიზაციის მოგება ჯამში 900.000 ევროს უტოლდება.

onalem

ტესტ