fbpx
კრიმინალი

კერკირა: ჯარიმა 30, 000 ევრო 62 წლის მამაკაცს, რომელიც ძაღლს სასტიკად მოეპყრო

კერკირაზე 62 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის მუხლით გაასამართლებენ. გარდა ამისა, მას დაეკისრა ჯარიმა, 30, 000 ევროს ოდენობით.

კერძოდ, ცნობილია, რომ მამაკაცმა ძაღლი ΔΕΗ-ს ბოძზე მიაბა, რადგან როგორც ამბობდა, მას რწყილები ჰყავდა. ის პოლიციამ გუშინ შუადღეს ადგილობრივების საჩივრების შემდეგ დააკავეს, რომლებმაც ცხოველი დაინახეს.

ძაღლი საშინელი სიცხის და უწყლობის გამო, უკიდურესად ცუდად გამოიყურებოდა და სავარაუდოდ, რამდენიმე საათში, თუკი ამ მდგომარეობაში დარჩებოდა, მოკვდებოდა კიდეც.

onalem

ტესტ