fbpx
კრიმინალი

ბერძენი პატიმარი ციხიდან გაიქცა და ვიდრე დააკავებდნენ, მოხუცის გაძარცვა მოასწრო

34 წლის ბერძენი პატიმარი ციხიდან პარასკევს დილით გაიქცა და სწორედ იმ საქმის გასაკეთებლად გაეშურა, რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა… ის ქურდობების ბრალდებით დააპატიმრეს და ზუსტად იმავე დღეს, როცა საკნიდან გააღწია, იგივე დანაშაული ჩაიდინა.

პარასკევს შუადღეს ის ნავპლიოში ერთ-ერთ მოხუცს სახლში შეუვარდა და მოიპარა ყველაფერი, რაც კი მას სახლში ჰქონდა, მათ შორის: ფული, ძვირფასეულობა, ტექნიკა და სხვადასხვა ღირებული ნივთები. ამის შემდეგ კი უკვალოდ გაქრა.

მიუხედავად მისი მოხერხებულობისა, ნავპლიოს პოლიციამ ის საღამოს ისევ დააკავა და მოპარული ნივთები აღმოუჩინეს. გაქცეული პატიმარი ამჯერად უფრო მეტი ბრალდებით ჩაჯდება ციხეში.

onalem

ტესტ