fbpx
კრიმინალისაზოგადოება

“ამ ყველაფრის უკან სხვა ადამიანი დგას, რომელზეც არც იოანა და არც ეფი არ საუბრობენ” – დიმიტრის გავერას

იოანა პალიოსპირუზე მჟავით თავდასხმის საქმეში თავიდანვე ფიგურირებდა 40 წლის მამაკაცი, რომელიც თავდასხმის მიზეზად მიიჩნეოდა. როგორც იწერებოდა, ეფი კაკარანძულა ეჭვიანობდა, ვინაიდან 40 წლის მამაკაცი იოანასთან კომუნიკაციას ცდილობდა. თუმცა, მისი და იოანას ურთიერთობა უბრალო მიმოწერით შემოიფარგლებოდა, რომელშიც დაზარალებული არანაირ ინტერესს არ იჩენდა მის მიმართ.

ეს საკითხი მედიის მიერ კვლავ წინა პლანზე წამოიწია, რის გამოც, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ადვოკატი, დიმიტრის გავერა საჯაროდ აცხადებს, რომ მის კლიენტს არანაირი კავშირი არ აქვს მომხდართან.

“ძალიან მალე გაირკვევა, თუ რა მოხდა ზუსტად. ჩემი კლიენტი არ არის გასაღები ამ საქმეში. ამ ყველაფრის უკან სრულიად სხვა პიროვნება დგას და არ ვიცი, რატომ არ საუბრობს ამაზე არცერთი მხარე, არც იოანა და არც ეფი. მსგავსი სასტიკი თავდასხმა არ ხდება უმიზეზოდ. 

ჩემი კლიენტი არ გამოუძახებიათ სასამართლოზე არც როგორც მოწმე, რომ გამოეძახებინათ, ცხადია, უპრობლემოდ მისცემდა ჩვენებას. ვაცხადებ, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს საქმესთან, ჩვენ ვენდობით ბერძნულ მართლმსაჯულებას. სულ ცოტა ხანში ყველაფერს ნათელი მოეფინება,” განაცხადა მან.

მიუხედავად ამისა, იოანას ადვოაკატი საპირისპიროს ამტკიცებს:

“ის ამ საქმეში მთავარი მოწმეა და სასამართლოზეც გამოიძახეს, მაგრამ აირჩია, რომ პროცესზე არ გამოცხადებულიყო. იოანა არ ადანაშაულებს რომელიმე კონკრეტულ მესამე პირს, უბრალოდ, ფაქტია, რომ ეს მამაკაცი საქმეში გარკვეულწილად მონაწილეობს.”

onalem

ტესტ