fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ვაქცინის მე-3 დოზის გასაკეთებლად ვიზიტი ათასობით ადამიანმა დანიშნა

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში 14 სექტემბრიდან უკვე გაიხსნა პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მსურველებს შეუძლიათ ვაქცინის მე-3 დოზის მისაღებად ვიზიტები დანიშნონ.

ციფრული პოლიტიკის მინისტრის მოადგილემ, გიორგოს გეორგანტამ მედიასთან განაცხადა, რომ სისტემა წარმატებით მუშაობს და ამ დრომდე მესამე დოზით აცრისთვის დანიშნულია 32.000 ვიზიტი. როგორც უკვე ცნობილია, ვაქცინის დამატებითი დოზა რეკომენდებულია ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ კონკრეტული დაავადებები:

  • ვისაც გაკეთებული აქვს რომელიმე ორგანოს გადანერგვის ოპერაცია.
  • ვინც მოელის, რომ გადაინერგოს რომელიმე ორგანო (დაგეგმილი ოპერაცია ან დონორის მომლოდინე პირები).
  • მათ, ვისაც აქვთ თირკმელების უკმარისობა.
  • მათ, ვისაც აქვთ სიმსივნე (გადიან ქიმიოთერაპიას).
  • აივ ინფექციით/შიდსით დაავადებული ადამიანები.

გეორგანტას თქმით, ხვალ, 20 სექტემბერს მთავრობის წარმომადგენლები გაავრცელებენ ინფორმაციას, კიდევ რომელი კატეგორიებისთვის არის მიზანშეწონილი მე-3 აცრა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ამ დრომდე საბერძნეთში ვაქცინის ერთი დოზით მაინც აცრილია 6.360.000 ადამიანი, ხოლო ორივე დოზა მიღებული აქვს 5.939.715-ს მოქალაქეს.

onalem

ტესტ