fbpx
საზოგადოება

ბერძენი ოპერატორის სიცოცხლის ბოლო წუთები – “არ არსებობდა უსაფრთხოების ზომები”

მთელი საბერძნეთი შეძრა აღდგომის დღესასწაულზე კალამატაში კოსტას თეოდორაკაკისის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ. როგორც უკვე ცნობილია, მამაკაცი კამერით პირდაპირ ეთერში ადგილობრივ ტრადიციას, ე.წ. “σαΐτοπόλεμο”-ს იღებდა, როდესაც თავის არეში მაშხალისგან დაზიანება მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

ვრცელდება დამატებითი კადრები, რომლებზეც ჩანს, როგორ წევს ძირს ოპერატორი, მას შემდეგ რაც მაშხალა მოხვდება და როგორ ცდილობს ხალხი შეაჩეროს მიმდინარე მოვლენები. მიუხედავად ძალისხმევისა, თეოდორაკაკისი, რომელსაც ორი შვილი დარჩა, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაცვლილი იყო.

როგორც პოლიცია იუწყება, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებულია 7 ადამიანი.

ადგილზე, სადაც ეს ტრადიცია სრულდებოდა, არ არსებობდა არანაირი უსაფრთხოების ზომები, რასაც სამწუხაროდ, ორი შვილის მამა და ყველასთვის საყვარელი ადამიანი შეეწირა.

თეოდორაკაკისი თავად პირდაპირ ეთერში იღებდა მიმდინარე მოვლენებს, რამდენიმე წამით ადრე, ვიდრე გარდაიცვლებოდა.

onalem

ტესტ